Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი თბილისშია


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ხვდებიან.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. მოგვიანებით იგი პირისპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დაგეგმილია ასევე გაფართოვებული შეხვედრა და პრეს-კონფერენცია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დღესვე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. დღის ბოლოს იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გვირგვინით შეამკობს გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს.

24 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე სტუდენტებთან შეხვედრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრა EUMM-ის ფარგლებში.

საქართველოში ვიზიტის დასრულების წინ ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელს ჯარისკაცებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG