Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მზადაა გაესაუბროს რუსეთის საკითხის გამომძიებლებს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატს აქვს ინფორმაცია "გარკვეულ საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა დააინტერესოს" ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირების გამომძიებელი საგანგებო პროკურორი - ამბობს მისი ადვოკატი. მაიკლ კოენის ადვოკატმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ კოენი მზად არის ინფორმაცია მიაწოდოს არა მხოლოდ საგანგებო გამომძიებელს, რობერტ მიულერს, არამედ კონგრესში მოქმედ კომიტეტებსაც, რომლებიც იძიებენ ცნობებს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ამ შეთავაზებამდე ერთი დღით ადრე კოენმა თავი დამნაშავედ სცნო ე.წ. "გაჩუმების საფასურის" გადახდაში, როგორც იუწყებიან ტრამპის დავალებით, ქალებისთვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, რათა მათ დუმილი შეენარჩუნებინათ საარჩევნო პერიოდში. მედიაში გავრცელებული ცნობებით, კოენი მზადაა მიულერს უთხრას, რომ ტრამპმა წინასწარ იცოდა "ტრამპ ტაუერში" 2016 წელს გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მისი უფროსი ვაჟი რუსი ადვოკატისგან ცდილობდა დამაზიანებელი ინფორმაციის მიღებას ტრამპის დემოკრატ მეტოქეზე, ჰილარი კლინტონზე. შეხვედრის შესახებ კოენის ინფორმაციამ უკვე მიიპყრო ყურადღება სენატის სადაზვერვო კომიტეტში, რომელიც იძიებს კავშირებს რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის. კომიტეტის რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ ისინი ახლახან კოენს დაუკავშირდნენ ამ საკითხზე. როგორც კოენის ადვოკატი, ლენი დევისი სატელევიზიო ინტერვიუებში ამბობს, კოენი იმის შესახებაც შეძლებდა მიულერისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რამდენად იცოდა და წაახალისებდა ტრამპი რუსეთის მხრიდან ჰაკერულ თავდასხმას დემოკრატიული პარტიის ელექტრონულ წერილებზე 2016 წლის კამპანიის დროს. ჩემი შთაბეჭდილებით, ის, რაც კოენმა იცის, დააინტერესებდა მიულერსო, განაცხადა დევისმა.

XS
SM
MD
LG