Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზთან დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოკლა ორი ადამიანი


საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა პარიზის შემოგარენში ორი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ", თუმცა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყაროების ცნობით, დაღუპულები თავდამსხმელის დედა და და არიან. ადგილობრივი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა. თავდასხმა რამდენიმე საათში მოჰყვა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ აუდიოჩანაწერის გავრცელებას. 54 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც თავს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერად, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიდ წარადგენს, მომხრეებს მოუწოდებს გააგრძელონ თავდასხმები მსოფლიოს გარშემო. ეს ჩანაწერი, რომელიც ექსტრემისტულმა ჯგუფმა 22 აგვისტოს გაავრცელა, პირველია 2017 წლის სექტემბრის შემდეგ - როცა ასევე გავრცელდა მესიჯი, რომელშიც ჯგუფის ლიდერი წევრებს მტრების ყველანაირი იარაღით განადგურებისკენ მოუწოდებდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებაც, თუმცა აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები თვლიან, რომ ის ცოცხალია და სირია-ერაყის საზღვარზე, უდაბნოში იმალება.

XS
SM
MD
LG