Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი პატრუშევს: აშშ არ მოითმენს არჩევნებში ჩარევას


უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, მან ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვი გააფრთხილა, რომ აშშ არ მოითმენს ჩარევას შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში. "მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩვენ არ მოვითმენთ [არჩევნებში] ჩარევას 2018-ში და მზად ვართ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად ამის პრევენციისთვის" - უთხრა ბოლტონმა ჟურნალისტებს 23 აგვისტოს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მიზანში ამოიღეს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია, ჰაკერული მოქმედებებით და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციული კამპანიებით, რათა არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლო ყოფილიყო. აშშ-ის სააგენტოები ამბობენ, რომ რუსეთი დიდი ალბათობით ნოემბერშიც შეეცდება იგივე გააკეთოს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, მაგრამ ვაშინგტონმა მას სანქციები დაუწესა და რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. ჟენევის შეხვედრის შემდეგ პატრუშევმა თქვა, რომ მოლაპარაკების დროს მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებები არ ყოფილა გამოთქმული. მისი თქმით, მხარეებმა იმსჯელეს სირიის, უკრაინის, კიბერუსაფრთხოებისა და ბირთვულ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG