Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტაჟის თანახმად, მანაფორტი ყირგიზეთში რუსეთის ინტერესებს უწყობდა ხელს


რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი 2005 წელს ყირგიზეთში მუშაობდა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უწყობდა ხელს - მათ შორის ბიშკეკთან მდებარე აშშ-ის იმ სამხედრო ობიექტის დახურვას, რომელიც ავღანეთში ნატოს ძალების მთავარი ლოგისტიკური ცენტრი იყო. 21 აგვისტოს მანაფორტი ფედერალურმა სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდებაში და საბანკო მაქინაციებში სცნო დამნაშავედ, იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც მანაფორტი პოლიტიკური კონსულტანტის რანგში რუსეთსი და უკრაინაში ეწეოდა. სექტემბერში გაიმართება მანაფორტის კიდევ ერთი პროცესი ბრალდებებზე, რომლებიც უკავშირდება აშშ-ის მთავრობასთან "უცხოეთის აგენტად" დაურეგისტრირებლობას, გაწეული სამუშაოს დროს. რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების დამოუკიდებელმა გუნდმა 22 აგვისტოს გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომლის თანახმად მანაფორტი კიდევ უფრო აქტიურად მუშაობდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი. ანგარიშის თანაავტორმა, მარია ჟოლობოვამ რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს უთხრა, რომ რამდენიმე წყაროსგან მიიღო ინფორმაცია მანაფორტის ყირგიზეთში მუშაობის შესახებ 2005 წელს, კონსტანტინ კილიმნიკთან ერთად. რეპორტაჟის თანახმად, კილიმნიკი მაშინდელი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევისთვის მუშაობდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მანაფორტის და კილიმნკის სამოგზაურო ხარჯებს ფარავდა რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG