Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელ-ირანელი ჰუმანიტარული მუშაკი დროებით გაათავისუფლეს თეირანის საპატიმროდან


ირანის ხელისუფლებამ ციხიდან სამი დღით გაათავისუფლა ბრიტანელ-ირანელი ჰუმანიტარული მუშაკი, ნაზანინ ზაღარი-რადკლიფი - იუწყება მისი ქმარი. რიჩარდ რადკლიფის თანახმად, მისმა ცოლმა თეირანის ევინის ციხე 23 აგვისტოს, დილით დატოვა და ის ოჯახთანაა. კამპანია "თავისუფლება ნაზანინს" ავრცელებს ქმრის სიტყვებს, რომ პატიმარი ამას არ ელოდა და რომ მათი შვილის, 4 წლის გაბრიელასთვის არაჩვეულებრივია "დედიკოს სახლში ყოფნა". ზაღადი-რადკლიფი პროექტის მენეჯერად მუშაობდა საქველმოქმედო ფონდ Thomson Reuters-ში და მას ხუთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მთავრობის წინააღმდეგ გეგმაში მონაწილეობისთვის - ბრალდებისთვის, რომელსაც მისი ოჯახი და ფონდი უარყოფენ. ფონდი და ბრიტანეთის მთავრობა აცხადებენ, რომ ის ირანში ნათესავების მოსანახულებლად იყო ჩასული, როცა 2016 წლის აპრილში დააკავეს თეირანის აეროპორტში, სადაც ის თავის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. თეირანის კონსერვატიული რევოლუციის გუშაგთა თავმჯდომარემ, მუსა ღაზანფარაბადიმ მაისში განაცხადა, რომ ზაღარი-რადკლიფი სხვა ბრალდებებისთვის კიდევ ერთი სასამართლოს წინაშე წარდგება - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG