Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ტორპედო უეფას ევროპა ლიგაზე ბულგარეთის ლუდოგორეცთან დამარცხდა


ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფი წაგებით დაიწყო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ და 0:1 დამარცხდა. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს „ლუდოგორეცის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვანდერსონმა გაიტანა. შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს.

პლეი-ოფის საპასუხო მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში. ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG