Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი: საქართველოს, უკრაინასთან ერთად, აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა აქვს. გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა იმ კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

„ჰაიკომ მაასმა მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა. ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას მომავალში.“-განაცხადა გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან მიმდინარე შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG