Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს გაეცვნენ


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ბიზნესმენთა დელეგაცის შეხვდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ბიზნესმენთა დელეგაცის შეხვდა.

საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი სამუშაო ჯგუფები ან კომისიები წელიწადში მინიმუმ ორჯერ შეიკრიბებიან, რაც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის შექმნის შესაძლებლობას მისცემს-აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ სხვა უწყებებისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც.

საქართველოსა და გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ საქართველოში ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. ისინი გაეცვნენ ბიზნეს-გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს საქართველოში.

გერმანიისა და საქართველოს ბიზნესმენების მრგვალი მაგიდა გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სესხის ხელშეკრულებას KFW-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. გაზსაცავში, რომელიც თბილისთან ახლოს აშენდება, 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი აირის შენახვა იქნება შესაძლებელი. გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა ასევე „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები, 40 მილიონი ევროსა და 3 მილიონი ევროს გრანტის ოდენობით.

23-24 აგვისტოს საქართველოში მყოფ გერმანელ ბიზნესმენებს შორის იყვნენ კომპანია „დოიჩე ბან“-ის წარმომადგენლებიც, კომპანია „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოვებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG