Accessibility links

მმართველი პარტია აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია მხარს დაუჭერს არაპარტიულ კანდიდატს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, სადაც პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართა გასვლითი შეხვედრა.

მმართველი პარტიის ლიდერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში დაიწყეს ჩასვლა, სადაც ხვდებიან მერებს, საკრებულოს წარმომადგენლებს და პარტიის წევრებს.

„ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივთან. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვდგებით ამ არჩევნებში. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10 სექტემბრამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG