Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


სამხარაულის ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ შსს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდობით, სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი: „ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ“.

გურამ მენაბდიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ შეცვალა „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიისა და მისი სიტყვების კონტექსტი და მას მსგავსი რამ არ უთქვამს. მისივე თქმით, შს სამინისტროდან მას ჯერჯერობით არავინ დაჰკავშირებია.

XS
SM
MD
LG