Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, თავის მოკავშირე სირიის მთავრობა მოთოკოს, რათა არ დაუშვან „ჰუმანიტარული კრიზისი“


დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, მოთოკოს თავისი მოკავშირე სირია,ამ ქვეყანაში კიდევ ერთი პოტენციური ჰუმანიტარული კრიზიის თავიდან აცილების მიზნით. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ერთმანეთს გაუზიარეს შეშფოთებასირიის იდლიბის რეგიონში, თურქეთის საზღვართან, მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე. „ორი ლიდერი გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო მოქმედებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კრიზისი“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა. მერკელის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ რუსეთს მოუწოდეს შუამავლობა გასწიოს სირიის მთავრობასთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვითარების გამწვავება“.ზაიბერტის თქმით, მერკელმა ეს საკითხი წამოაყენა ადრევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, ერთი კვირის წინ. აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გასულ კვირაში გააფრთხილეს სირია, არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი იერიშის დროს, რომელსაც სამთავრობო ძალები აპირებენ იდლიბზე. სირიის მთავრობასირიელ სუნიტებს ებრძვის 2011 წლის შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 27 აგვისტოს დამოუკიდებლადმოუწოდა რუსეთს, მოთოკოს სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი.

XS
SM
MD
LG