Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი გმობს ულტრამემარჯვენეთა ძალადობას ქალაქ კემნიცში


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მკაცრად დაგმო ულტრამემარჯვენეთა ძალადობრივი საპროტესტო აქცია აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კემნიცში. მერკელის პრესმდივნის განცხდებით, გერმანიაში „არ უნდა იყოს ადგილი“ ასეთი მოვლენებისათვის. პროტესტი მოჰყვა კემნიცელი მამაკაცის მკვლელობას, რომელშიც სირიელ და ერაყელ მიგრანტებს ადანაშაულებენ. ორშაბათს ქალაქის ქუჩებში გავიდა ათასობით დემონსტრანტი, რომელთა ნაწილიც უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდა და იმეორებდა ნაცისტურ მისალმებას, რაც გერმანიაში აკრძალულია. იუწყებიან აგრეთვე შემთხვევებზე, როცა ბრბო თავს ესხმოდა უცხოელის გარეგნობის მქონე პირებს. მოხდა შეტაკებები პოლიციელებთან, ისევე როგორც მემარცხენე დემონსტრანტებთან, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია წესრიგს ვერ დაიცავს, „მოქალაქეები ქუჩაში უნდა გავიდნენ და საკუთარი თავი დაიცვან“. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კემნიცს რამდენიმე ათწლეული - გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში - ეწოდებოდა კარლ-მარქს-შტატი. ის საქსონიის მხარეში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG