ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისევ გააპროტესტეს ბოსნიელ სერბ ჟურნალისტზე, ვლადიმირ კოვაჩევიჩზე თავდასხმა, რომლის დროსაც ის სასტიკად ცემეს. 28 აგვისტოს 200-მდე ჟურნალისტი შეიკრიბა სარაევოს ცენტრში და მოითხოვა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჟურნალისტებზე თავდასხმებისათვის ბოლოს მოღება, ისევე როგორც კოვაჩევიჩზე თავდამსხმელთა ვინაობის მალე დადგენა. კოვაჩევიჩი არის ბოსნიელ სერბთა დამოუკიდებელი ტელეარხის, BNTV-ის თანამშრომელი. საპროტესტო აქციები გაიმართა ზენიცასა და მოსტარშიც, მანამდე კი ასობით ადამიანი შეიკრიბა რეპუბლიკა სრპსკას ადმინისტრაციულ ცენტრში, ბანია ლუკაში, სადაც მოხდა თავდასხმა 26 აგვისტოს.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში აპროტესტებენ ბოსნიელ სერბ ჟურნალისტზე მომხდარ თავდასხმას