Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში ჩატარებული გამოკვლევით, რუსეთში ძლიერდება ქსენოფობიური განწყობა

ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა ეთნიკურად არა-რუსი მიგრანტების რუსეთში მიღების შეზღუდვას. ასეთი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, „ლევადა ცენტრმა“. მისი მონაცემებით, გამოკითხულთა 64% ემხრობა ასეთ შეზღუდვებს - 10%-ით მეტი, ვიდრე შარშან. მაგრამ წლევანდელი მონაცემებიც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 2013 წლის რეკორდი, როცა მიგრანტების მიღების შეზღუდვას ემხრობოდა გამოკითხულების 81%. ყველაზე ნაკლებად სასურველ იმიგრანტთა შორის დასახელდნენ ეთნიკური ბოშები, ჩინელები და ვიეტნამელები. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 19% ემხრობა ლოზუნგს „რუსეთი რუსებისათვის“, რაც არის თითქმის ორჯერ მეტი 2017 წელთან შედარებით.

XS
SM
MD
LG