Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გააკეთებს განცხადებას სადავო საპენსიო რეფორმის შესახებ თავის პოზიციაზე

მოსკოვი, 2018 წლის 19 ივლისი: საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, რომელსაც ხელში უჭირავს ბანერი წარწერით "პუტინო, როგორ ვიცოცხლოთ პენსიამდე?!"
მოსკოვი, 2018 წლის 19 ივლისი: საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, რომელსაც ხელში უჭირავს ბანერი წარწერით "პუტინო, როგორ ვიცოცხლოთ პენსიამდე?!"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს, 29 აგვისტოს გამოვა ტელემიმართვით და გამოთქვამს თავის პოზიციას სადავო საპენსიო რეფორმის გეგმის შესახებ. მიმართვა დაიწყება მოსკოვის დროით 12 საათზე. ამის შესახებ გამოაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. 28 აგვისტოს ქალაქ ომსკში გამართულ თათბირზე პუტინმა თქვა, რომ შესაძლოა ოთხშაბათს განმარტოს თავისი დამოკიდებულება რეფორმისადმი, რომელიც ითვალისწინებს პენსიაზე გასვლის ასაკის გაზრდას. პუტინის თქმით, გადაწყვეტილებები „ეხება მილიონობით ადამიანს და სამართლიანი უნდა იყოს“. გასული კვირაში კრემლიდან გავრცელდა ცნობა, რომ გამორიცხული არ არის, პუტინმა გამოაცხადოს საპენსიო რეფორმის შერბილების შესახებ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ივლისში პირველი მოსმენით დაამტკიცა მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის გაზრდას მამაკაცებისათვის 65, ხოლო ქალებისათვის 63 წლამდე. საპენსიო რეფორმის გეგმა რუსეთის ათობით ქალაქში გააპროტესტეს, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ პუტინის მხარდაჭერის მკვეთრი კლები აჩვენა.

XS
SM
MD
LG