Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინაში ამ ქვეყნების მოქალაქეები პირადობის მოწმობებით იმოგზაურებენ


საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური წესის ამოქმედება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება.

XS
SM
MD
LG