Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ფსბ-ს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს „უკრაინული კულტურის ცენტრის“ აქტივისტის, ოლგა პავლენკოს ბინა


ოლგა პავლენკო
ოლგა პავლენკო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ფსბ-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს „უკრაინული კულტურის ცენტრის“ აქტივისტის, ოლგა პავლენკოს ბინაში. აქტივისტი და მისი ოჯახის წევრები ეჭვმიტანილი არიან რუსეთში აკრძალულ „მემარჯვენე სექტორთან“ კავშირში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ადვოკატმა აცნობა შემთხვევის ადგილიდან.

პავლენკოს თქმით, ფსბ-ს თანამშრომლები დილაადრიან მივიდნენ მის ბინაში, თავი გაასაღეს ტექსამსახურის თანამშრომლებად და განუცხადეს, რომ მისგან მეზობელს წყალი ჩაუვიდა. ამის შემდეგ კარის შემტვრევა დაიწყეს. პავლენკომ ადვოკატი გამოიძახა.

ჩხრეკისას აქტივისტს ჩამოართვეს რვეულები და ჩანაწერები, გადაიწერეს ინფორმაცია კომპიუტერიდან, წაიღეს მობილური ტელეფონი და შეამოწმეს ქმრის ტელეფონი. პავლენკო არ დაუკავებიათ და დაჰპირდნენ, რომ მალე გამოიძახებენ საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვისთვის.

„უკრაინული კულტურის ცენტრი“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ის აქტივისტებმა შექმნეს ყირიმში უკრაინული კულტურს შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG