Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: ირანი გააგრძელებს სირიაში სამხედრო ყოფნას მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მოთხოვნებისა


ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი (მარცხნივ) და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკში შეხვედრისას. 2018 წლის 26 აგვისტო.
ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი (მარცხნივ) და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკში შეხვედრისას. 2018 წლის 26 აგვისტო.

ირანი გააგრძელებს სირიაში სამხედრო ყოფნას მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მოთხოვნებისა, რომ გავიდეს. ამის შესახებ განაცხადა დამასკში ირანის სამხედრო ატაშემ, ბრიგადის გენერალმა აბოლყასემ ალინეჯადმა. „სირიაში ირანელი მრჩევლების ხანგრძლივი ყოფნა ნაწილია თეირანსა და დამასკს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებისა“, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი გასული კვირის ბოლოს, თქვა ალინეჯადმა.

ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა სამოქალაქო ომის განმავლობაში, რომელიც შვიდ წელს მიმდინარეობს, იარაღი და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასახმარებლად.

გასულ კვირაში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა კვლავ გაიმეორა ვაშინგტონის მოთხოვნა ირანისადმი, რომ სირიიდან ყველა ჯარისკაცი გაიყვანოს.

XS
SM
MD
LG