Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხე დაავადებული აღმოჩნდა


რუსთავის „სერვის ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, „რათა 100 პროცენტით იყოს დაცული თითოეული რუსთაველის ჯანმრთელობა“, დაავადებული ფიჭვის ხეების შეწამვლისას.

რადიო თავისუფლებას რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებულ „სერვის ცენტში“ უთხრეს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს საეჭვო დაავადება აღენიშნება.

„დასკვნა ეყრდნობა ქალაქის სამსახურების და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების მიერ რუსთავის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ კვლევას.
„6 ლოკაციიდან შემდგომი ლაბორატორიული კვლევისათვის ავიღეთ საკვლევი მასალა და გადავაგზავნეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში, ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ფიჭვები დაავადებული იყო სოკოვანი პათოგენებით”, განაცხადეს „სერვის ცენტრში, „სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტიდან ჩვენი თხოვნის საფუძველზე, მივიღეთ რეკომენდაციები ფიჭვის ხეების შესაბამისი მკურნალობის შესახებ.”

რუსთავის „სერვის ცენტრმა“ გამოაცხადა ტენდერი შესაბამისი ჯგუფის პრეპარატის შესაძენად. მოთხოვნებში გათვალისწინებული იყო პრეპარატის მაღალეფექტურობა, ქალაქის პირობებში გამოყენების შესაძლებლობა და ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი ხარისხი. ტენდერის მეშვეობით მოხდა შესაბამისი პრეპარატის შეძენა.

დამუშავება მოხდება ღამის საათებში.
„სერვის ცენტრის“ რეკომენდაციით, საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, პრეპარატის გასხურების დროს, მოსახლეობამ ფანჯრები დილამდე უნდა დახურონ.

შავი ფიჭვი რუსთავში დაარსების დღიდან არსებობს. ბევრის ასაკი 70 წელს აჭარბებს. შავი ფიჭვი ქალაქიოს ყველა ცენტრალურ გზაზეა დარგული. ყოველწლიურად ბევრი მათგანის გადაბელვა ხდება.

XS
SM
MD
LG