Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ხელისუფლებამ ვისბადენის ცენტრიდან აიღო რეჟეპ ტაიპ ერდოანის ოქროს ქანდაკება


გერმანიის ხელისუფლებამ მოხსნა თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანის ოქროს ქანდაკება, რომელიც ქალაქ ვისბადენის ცენტრში იყო დადგმული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში. მიზეზად გამოაცხადეს უსაფრთხოების მოსაზრებები.

ფესტივალზე სახელწოდებით „ცუდი ამბები“ ორგანიზატორებმა 27 აგვისტოს აღმართეს ერდოანის ოთხმეტრიანი ქანდაკება წინ გაშვერილი ხელით. ხელისუფლების თქმით, მას შემდეგ ქანდაკება ერდოანის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა გამოსვლების ადგილად იქცა.

ქანდაკება 29 აგვისტოს გამთენიისას მოხსნეს სამშენებლო ამწით.

XS
SM
MD
LG