Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი დაიმუქრა, რომ ირანი შეიძლება გავიდეს ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებებიდან


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი დაიმუქრა, რომ ირანი გავა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, თუკი ისინი აღარ უპასუხებენ ქვეყნის ინტერესებს.

ხამენეის თქმით, „ბირთვული გარიგება არის საშუალება და არა მიზანი“. ირანის სულიერმა ლიდერმა ქვეყნის პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმის იმედზე ყოფნა, რომ ევროპა დაეხმარებათ მათ შეთანხმების გადარჩენაში.

ხამენეიმ თქვა, რომ თეირანი უარს ამბობს ვაშინგტონთან მოლაპარაკეების წარმოებაზე ბირთვული პროგრამის თაობაზე ახალი შეთანხმების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG