Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თრუსოს ხეობაში დაკავებულებს 30 აგვისტოს გაათავისუფლებენ


ყელის ტბა
ყელის ტბა

თრუსოს ხეობაში, საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს, 30 აგვისტოს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს დაკავებულების მშობლებმა, რომლებიც შვილების გათავისუფლებას გორში, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ. როგორც მათ პოლიციის დეპარტამენტში განუმარტეს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა, საჯარიმო თანხის გადახდა ვეღარ მოესწრო. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-ს თანახმად, 28 აგვისტოს, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ დაკავებული პირები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ 24 აგვისტოს წავიდა. მათი ოჯახის წევრების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ.

XS
SM
MD
LG