Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, არ ჩაერიოს "ტერორისტების" წინააღმდეგ ოპერაციაში იდლიბში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს სირიის პროვინცია იდლიბში „ტერორისტების“ განადგურებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტყობინებიან, რომ სირიის სამთავრობო ჯარები იერიშს ამზადებენ იდლიბის წინააღმდეგ, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელი დასაყრდენია.

მოსკოვმა მეტი სამხედრო გემი განალაგა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთის მედიის თანახმად, ეს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო 2015 წელს.

XS
SM
MD
LG