Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაძარცვეს


იტალიის შს-ის მინისტრის მშობლების ბინის გაქურდვამდე, აგვისტოს შუა რიცხვებში, ქართული წარმომავლობის 5 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა მილანის ბანდ ნერესა და პრიმატიჩიოს რაიონებში 7 სახლი გაქურდა. ამ რაიონში ცხოვრობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის მშობლებიც. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Milanotoday აქვეყნებს. გაზეთის მიხედვით, ჯგუფის წევრების ასაკი 26-დან 34 წლამდეა. შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი მათ აგვისტოს შუა რიცხვებში გაძარცვეს, მძარცველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა. პოლიციის თანახმად, დაკავებული ხუთი ადამიანი იმ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ევროპის ქალაქებში გაადგილდებოდა და ბინებს ქურდავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG