Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთი იწყებს სამხედრო წვრთნებს ხმელთაშუაზღვისპირეთში


რუსეთი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს ხმელთაშუაზღვისპირეთში - იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მატულობს სირიის საკითხზე. წვრთნა გაიმართება 1-8 სექტემბერს და მოიცავს 25 საზღვაო და 30 საჰაერო ხომალდს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი ცნობით, მანევრები კონცენტრირებული იქნება საჰაერო იერიშების, წყალქვეშა ხომალდების და ნაღმების მოგერიებაზე. ამ განცხადების ფონია ცნობები, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, მოსკოვის მოკავშირე, მასშტაბური შეტევისთვის ემზადება იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღსადგენად, რომელიც სუნიტი მეამბოხეების უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს. 28 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაიმეორეს თავიანთი გაფრთხილება სირიის მისამართით, რომლის არმიასაც რუსეთის საჰაერო ძალები უმაგრებს ზურგს - რომ მან იდლიბზე შეტევისას არ უნდა გამოიყენოს ქიმიური იარაღი და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

XS
SM
MD
LG