Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერი - ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ჟურნალისტს დაემუქრა


უკრაინაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა დავით ავალიშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.

ავალიშვილი ქართულ ძიუდოში არსებულ შიდა დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება. ბოლო თვეებში ის საქართველოს ძიუდოს ფედერაციას აკრიტიკებდა, რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების დაკომპლექტების შესახებ გააკეთა კრიტიკული განცხადება.

ბევრი ქომაგის აზრით, ავალიშვილი, რიგ შემთხვევებში, სიტუაციის შეფასებისას არ ერიდებოდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის იმ ძიუდოისტების მისამართითაც, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებისას იაპონიაში გაემგზავრნენ საწვრთნელ შეკრებაზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ბექა ღვინიაშვილი.

„საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, ხან ვინ დამიკავშირდა შეურაცხყოფის მოსაყენებლად და ხან ვინ. მათ შორის, სამწუხაროდ, აღმოჩნდა თავად ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი შეურაცხყოფა მომაყენა და დამემუქრა კიდეც... ბექას ვაფრთხილებ, არც მან და არც მისმა ახლობლებმა არ დამირეკონ. შეწყვიტონ მუქარა. მე ჟურნალიტი ვარ და კარგად ვიცი ჩემი უფლებები“, - დაწერა დავით ავალიშვილმა.

XS
SM
MD
LG