Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწავლო წლის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში შემცირდა სროლის ინტენსივობა


უკრაინის არმია და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის ახალი ხელშეკრულების დარღვევაში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში. მაგრამ სააგენტო UNIAN-ის თანახმად, უკრაინის არმიამ 30 აგვისტოს დილით გამოაცხადა, რომ მის პოზიციებზე შემცირდა სროლის ინტენსივობა, მას შემდეგ, რაც შეთანხმება 29 აგვისტოს ღამით ამოქმედდა. 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ბრძოლას კიევის ძალებს და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებზე დაპატრონებულ სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG