Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა თავის მოქალაქეებს კიდევ ერთი წლით აუკრძალა ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა ამერიკელი მოქალქეებისათვის მოგზაურობის აკრძალვა ჩრდილოეთ კორეაში. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში, რომელიც აშშ-ის ფედერალური რეესტრის საიტზეა გამოქვეყნებული. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აშშ-ის მოქალაქეებისათვის ჩრდილოეთ კორეაში დღემდე არსებობს დაპატიმრებისა და ხანგრძლივი დაკავების რეალური საფრთხე. ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანმშრომლებს ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლა სპეციალური ნებართვით შეუძლიათ. ვაშინგტონმა მისი მოქლაქეებისათვის მოგზაურობის აკრძალვა ჩრდილოეთ კორეაში შემოიღო ერთი წლის წინ, ამერიკელი სტუდენტის ოტო უორმბირის სიკვდილის გამო. იგი გარდაიცვალა 2017 წლის ივნისში, ჩრდილოეთ კორეის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ. 2016 წლის იანვარში ოტო უორმბირს ჩრდილოეთ კორეაში მიუსაჯეს 15 წლიანი პატიმრობა ფხენიანში პროპაგანდისტული პლაკატის მოიპარვისთვის. სტუდენტი ჩრდილოეთ კორეამ სამშობლოს გადასცა ერთი წლის შემდეგ. მას ტვინის უჯრედების სიკვდილი დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG