Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


„ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან მიმდინარე საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც ის ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსისთან ერთად მართავს.მისი თქმით, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, მანამდეც და მომავალშიც მისი სამსახური საქართველოს სამსახურია

„არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის შეფასებითაც, მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის მმართველობის შესარყევად პოლიტიკური ელიტა ყველა საშუალებას იყენებს: „დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი, აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, მაშინ, როცა მე გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებულობაში, რომ მე სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG