Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ყირიმში გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიზეზად ასახელებენ ტექნიკური მჟავის გაჟონვას


უკრაინის ოკუპირებულ ყირიმის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქიმიური ქარხნიდან გაჟონვა გახდა მიზეზი გარემოსთვის მიყენებული ზიანისა. ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა, იგორ მიხაილიჩენკომ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ხანგრძლივმა მაღალმა ტემპერატურამ და სიმშრალემ კიდევ უფრო გააღრმავა ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე ყირიმის ტიტანის ქარხანაში, რომელიც ტიტანის დიოქსიდს და სხვა ნივთიერბებს აწარმოებს. მიხაილიჩენკოს თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიის მენეჯმენტს. სოფლების პერეკოპის და არმიანსკის მცხოვრებლებმა დაბინძურების ნიშნები პირველად 24 აგვისტოს შეამჩნიეს. ხალხის ნაწილი ჩივის ყელის და თვალების გაღიზიანებაზე. რამდენიმე დღეში გაჩანაგდა მოსავლის ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG