Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს და სირიას აფრთხილებს "ისედაც სახიფათო კონფლიქტის" ესკალაციის შესახებ


აშშ-მა სირია და რუსეთი გააფრთხილა, რომ ის სირიაში მეამბოხეების ანკლავზე უახლოეს დღეებში მიტანილ ნებისმიერ იერიშს განიხილავს შვიდწლიანი სამოქალაქო ომის ესკალაციად. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ეს გაფრთხილება 31 აგვისტოს გავრცელდა, იმ ფონზე, როცა სირიის თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინციაში მეამბოხეებმა ხიდები ააფეთქეს და სანგრები გათხარეს, რათა მოიგერიონ მასშტაბური თავდასხმა, რომლის შესახებაც გამოაცხადეს სირიის ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა, რუსეთმა. "აშშ ამას განიხილავს ისეთაც სახიფათო კონფლიქტის ესკალაციად" - წერს პომპეო ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც სირიის გეგმის მხარდაჭერისთვის მწვავედაა გაკრიტიკებულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. "ეს აგრესია აზარალებს 3 მილიონ სირიელს, რომელსაც უკვე მოუწია სახლ-კარის დატოვება და ახლა იდლიბში იმყოფება. ეს არ არის კარგი. მსოფლიო თვალს გადევნებთ" - ამბობს პომპეო. გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ იდლიბში მასშტაბურმა სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა კიდევ 800 000 ადამიანი აქციოს იძულებით გადაადგილებულ პირად ომში, რომელსაც უკვე ემსხვერპლა 400 000-ზე მეტი ადამიანი და რომლის შედეგად მილიონობით პირმა დატოვა სახლი. ლავროვი თვლის, რომ სირიის მთავრობას ყველა უფლება აქვს იდლიბიდან განდევნოს მეამბოხეები, მათ შორის 10 000-მდე მებრძოლი ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფიდან, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, პროვინციაში მთავარ მეამბოხე ძალას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG