Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ ზახარჩენკოს მკვლელობას


უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა ლიდერის მკვლელობას. ალექსანდრ ზახარჩენკო, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი ემსხვერპლა 31 აგვისტოს, დონეცკის კაფეში მომხდარ აფეთქებას. ზახარჩენკოს სიკვდილი ბოლო შემთხვევაა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარასიტი ლიდერების და მებრძოლების მკვლელობების ციკლში. მსგავს ინციდენტებში ხშირად სხვა მეამბოხეებს ადანაშაულებენ ხოლმე. 2014 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარასიტებს შორის ომს ემსხვერპლა 10300-ზე მეტი ადამიანი. რუსეთმა მყისიერად კიევი დაადანაშაულა ზახარჩენკოს მკვლელობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 1 სექტემბერს განაცხადა, აფეთქება იყო "უკრაინის პროვოკაცია ... რომელიც მკაფიო მიზნად ისახავდა მინსკის შეთანხმებების განხორციელებისთვის ძირის გამოთხრასო". უკრაინის უშიშროების სამსახური კი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით თავდასხმა იყო შედეგი კონფლიქტისა "ტერორისტებს და მათ რუს მხარდამჭერებს" შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG