Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი გამოდის ყირგიზეთთან კავშირების გაღრმავების მოწოდებით


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ყირგიზეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს გამოვიდა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების მოწოდებით. ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სოორონბაი ჟეენბეკოვთან ბიშკეკში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ერდოანმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის კომერციული ფრენების გახშირებაზე და თურქეთის როლზე ყირგიზეთის აეროპორტების რეკონსტრუქციის საქმეში. ერდოანის თქმით, მას არ სურს დაბრუნება 2016 წლის ვითარებაში, როცა თურქეთში მოხდა გადატრიალების მცდელობა, რომელშიც ანკარამ დაადანაშაულა აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი - რომელიც თავად ბრალეულობას უარყოფს. ყირგიზეთის ექსპრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა გააკრიტიკა არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ათი ათასობით ადამიანის დაკავება, გიულენის მხარდამჭერებად მიჩნეული საჯარო მოხელეების, ჟურნალისტების, მასწავლებლების ჩათვლით. ჟეენბეკოვის თქმით, ბიშკეკი მზად არის ანკარასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG