Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: „ჩვენ დავკარგეთ დიდი მეგობარი

„საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ ამერიკის კონგრესში, სენატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ერთად იმყოფება აშშ-ში სენატორ ჯონ მაკეიინის დაკრძალვაზე, საქართველოს ორკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში.

დავით ბაქრაძის თქმით, არ არსებობდა არცერთი წელი, როდესაც საუბარი იყო თავდაცვის დახმარებაზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე, კონგრესს ისე მიეღო თავდაცვის აქტები, რომ ჯონ მაკკეინს არ მოეთხოვა ცვლილებების შეტანა და საქართველოსთვის დახმარების გაზრდა.

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი, ადამიანურიც, პოლიტიკურიც, მორალურიც და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან მცირე დელეგაციით, აქ ვიყოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება სენატორ მაკკინის მიმართ“, - განცხადა დავით ბაქრაძემ.

სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა. ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG