Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა აღიარა დანაშაული იემენში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისათვის

საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენლებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული მშვდიობიანი მოქალქეების დაღუპვისათვის იემენში, კოალიციური ძალების მიერ აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. საუდის არაბეთი სათავეში უდგას კოალიციას, რომელიც იემენში საერთაშორისოდ აღარებული მთავრობის მხარეზე იბრძვის ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ. საავიაციო იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ავტობუსი, რომელშიც, დაზვერვის ცნობით, უნდა ყოფილიყვნენ ჰუთების ლიდერები. მაგრამ, მასში აღმოჩნდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, უმთავრესად კი ბავშვები. ავიაერიშის შედეგადად დაიღუპა 51 კაცი, მათ შორის 40 - ბავშვი. ამ ინციდენტს მოჰყვა დიდი აღშფოთება მსოფლიოში, გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა მომხდარის გარშემო გამოძიების ჩატარება. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ იემენში მიმდინარე კონფლიქტის ყველა მხარემ, შესაძლოა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი ,რომელმაც აღნიშნა, რომ დახმარება, რომელსაც აშშ-ი უწევს საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს, არ არის „უპირობო“. პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, - დასძინა მატისმა. საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ პირობა დადო, რომ „დაისჯება“ ყველა, ვინც ამ ავიაიერიშის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG