Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა შვეულმფრენის ავარიის შედეგად


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა მი-8 ტიპის შვეულმფრენის ავარიის შედეგად ციმბირში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ნარჩენები მიუდგომელ ირკუტსკის არეალში იპოვნეს. უწყების ცნობით შვეულმფრენი, რომელიც ციმბირის „ანგარის ავიახაზების“ კუთვნილება იყო, სამძებრო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც 2 სექტემბერს იგი რადარებიდან გაქრა. იმავე დღეს კიდევ ერთმა მი-8 ტიპის შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა ავღანეთში. მოლდავეთის ავიაკომპანიის კუთვნილი საფრენი აპარატი, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ასრულდებდა რეისს, როდესაც იგი აფრენის დროს ჩამოვარდა ქალაქ მაზარ-ი-შარფში მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს. ავარიის შედეგად დაიღუპა 10 ავღანელი ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG