Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აპროტექსტებენ "კანიბალურ" საპენსიო რეფორმას


რუსეთის მასშტაბით ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა დაგეგმილი საპენსიო რეფორმა, მიუხედავად დათმობებისა, რომლებზეც ახლახან წავიდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. "დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვმართავთ აქციას ამ კანიბალური რეფორმის წინააღმდეგ" - უთხრა კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა მოსკოვში შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს 2 სექტემბერს. დემონსტრაციები გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში და ვლადივოსტოკში. ივლისში პარლამენტმა წინასწარი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას საპენსიო ასაკის ქალებისთვის 63, მამაკაცებისთვის 65 წლამდე აწევაზე. ბოლო კვირებში შეთავაზებულ რეფორმას ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს, გამოკითხვების შედეგებში შესამჩნევად დაიკლო პუტინის რეიტინგმა. საზოგადოების სიბრაზის პასუხად პუტინი 29 აგვისტოს გამოვიდა წინადადებით სახელმწიფო პენსიის ასაკი ქალებისთვის გაიზარდოს ხუთი, და არა მანამდე შეთავაზებული რვა წლით და ქალებს, რომლებსაც სულ მცირე სამი შვილი ჰყავთ, უფრო ადრე მიეცეთ პენსიაში გასვლის საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG