Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის რუსეთის მოქალაქეობა სურს


ორნელა მუტი სპექტაკლში "ბროლის სასახლე"
ორნელა მუტი სპექტაკლში "ბროლის სასახლე"

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის თქმით, მას რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს. „მაქვს საცხოვრებელი ფართი რუსეთში, ჩაწერილი ვარ მოსკოვში. მაგრამ არა მაქვს მოქალაქეობა, რუსეთის პასპორტი. რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, რასაკვირველია, ვისურვებდი, რატომაც არა?“ - თქვა მუტიმ 3 სექტემბერს, რის შესახებაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. ის მოსკოვშია ჩასული საბალეტო წარმოდგენა „ბროლის სასახლეში“ მონაწილეობის მისაღებად. წარმოდგნა 10 სექტემბერს კრემლის სასახლეში გაიმართება. პაპაჩემი მეფის კარზე მედიკოსად მუშაობდა, ბებია პიანისტი იყოო, გაიხსენა 63 წლის მსახიობმა და დაასკვნა: შესაძლოა, სწორედ რუსული ფესვების გამოა ჩვენი ოჯახი ასეთი არტისტულიო. საინფორმაციო საშუალებები ადრეც იუწყებოდნენ, რომ მსახიობი შესაძლოა, რუსეთის მოქალაქე გახდეს. 2010 წელს ორნელა მუტი ვლადიმირ პუტინთან - მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრთან - ერთად მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ვახშამში. რუსეთში ჩასასვლელად მან გააყალბა ავადმყოფობის შესახებ ცნობა, რათა გაეცდინა სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. დოკუმენტის გაყალბების გამო მუტის იტალიაში შეუფარდეს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შემდეგ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG