Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დელეგაციის სამ წევრს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დელეგაციის სამი წევრი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციაზე მოდიოდნენ. შსს-ში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევაა.

შსს-ს ცნობით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.

XS
SM
MD
LG