Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახური: თებერვალში სირიაში დაიღუპა „ვაგნერის“ 80-ზე მეტი მებრძოლი


უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ("ЧВК Вагнер") 80-ზე მეტ მებრძოლზე, რომელიც წელს თებერვალში დაიღუპა სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმების შედეგად. უკრაინის უშიშროების სამსახური სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახელებს თებერვლის თავდასხმისას დაღუპულებიდან 50 ადამიანის ვინაობას. აქამდე მოჰყავდათ 41 ადამიანის ვინაობა, რასაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა 4 სექტემბერს დაამატა კიდევ ცხრა გვარი. სიაში შესულთა დიდ უმრავლესობას შეადგენენ რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ემატებიან ხუთი უკრაინელი და მოლდავეთისა და სომხეთის თითო-თითო მოქალაქე. უშიშროების სამსახურის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ „რუსეთის სპეცსამსახურებმა მიმართეს უპრეცედენტო ზომებს“ იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შეეტყო დაქირავებული მებრძოლების დაღუპვის ამბავი. ასეთ ზომებს შორის სახელდება ჟურნალისტების დაშინება, აგრეთვე სოციალურ ქსელებში „ვაგნერელებისა“ და მათი ოჯახის წევრების ანგარიშების გაწმენდა. უკრაინის სპეცსამსახურების მონაცემებით, 80%-ზე მეტი იმ რუსი დაქირავებული მებრძოლებისა, რომლებიც სირიაში გააგზავნეს, მანამდე მონაწილეობდა დონბასის საბრძოლო მოქმედებებში. ადრე გავრცელებული ცნობებით, 2018 წლის 7 თებერვალს სირიაში, დეირ-ეზ-ზორეში დაიღუპნენ რუსეთის დაურეგისტრირებელ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი მაიკ პომპეო აცხადებდა, რომ სირიაში ამერიკელ სამხედროებთან შეტაკებისას მოკლეს „რამდენიმე ასეული რუსი“. „ვაგნერის“ რიგებში დანაკარგის რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. მოსკოვი ირწმუნება, რომ დაიღუპა სულ რამდენიმე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG