Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ატენის ხეობის ტყეში 5 სექტემბერს, საღამოს გაჩენილი ხანძარი. დამწვარია დაახლოებით 8 ჰექტარი ფართობი. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სპეციალური ტექნიკით მონაწილეობდა 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მონიტორინგის მიზნით, ნახანძრალ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ გამოძიება დაიწყო ცეცხლთან, ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე.

XS
SM
MD
LG