Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეომ და მატისმა უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს ინდოელ კოლეგებთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკება გამართეს ინდოელ კოლეგებთან, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პომპეო ეწვია ინდოეთის რეგიონულ მეტოქეს, პაკისტანს. პომპეო და მატისი 6 სექტემბერს დელიში შეხვდნენ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუშმა სვარას და თავდაცვის მინისტრს, ნირმალა სითარამანს, სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებზე სალაპარაკოდ. "როგორც მსოფლიოს ორ უდიდეს დემოკრატიას, აშშ-სა და ინდოეთს საერთო ღირებულებები მყარად აკავშირებს ერთმანეთთან", უთხრა პომპეომ ჟურნალისტებს მოლაპარაკების შემდეგ და დასძინა, "ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიმუშაოთ თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მისაღწევად, რომელიც აირეკლავდა შემდეგ ღირებულებებს: კანონის უზენაესობას, ეროვნულ სუვერენიტეტს, კარგ მმართველობას, ფუნდამენტური თავისუფლებების და უფლებების დაცვას, თავისუფალ, სამართლიან და ურთიერთსაპასუხო სავაჭრო კავშირებს და ტერიტორიული თუ საზღვაო დავების მშვიდობიან გადაჭრას".

XS
SM
MD
LG