საქართველოში დაბრუნდა 14 მოქალაქე, რომლებიც თურქეთში არალეგალურად მუშაობდნენ და აგვისტოს შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ შრომის ანაზღაურებას. ყველა მათგანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მცხოვრებია. სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არიან. მათი ინფორმაციით, თურქეთის ორდუს პროვინციაში თხილის საკრეფად გაემგზავრნენ „დასაქმების აგენტთან“ სიტყვიერი შეთანხმებით და კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. აგენტი, სახელად რემზი დღეში 70 თურქული ლირის გადახდას დაპირდა, თუმცა, 21 სამუშაო დღის შემდეგ გაუჩინარდა, ისე რომ დასაქმებულებს ხელფასი არ გადაუხადა. საქართველოს მოქალაქეებმა მუშაობა შეწყვიტეს, თურქეთის პოლიციაში იჩივლეს და მიმართეს საკონსულოსაც, რომლის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდნენ.
თურქეთში არალეგალურად დასაქმებული, მოტყუებული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ

ყველაზე პოპულარული
1