Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტმა უარი თქვა კოსოვოელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზე


სერბიის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მხარეებს შორის ეპოქალური მნიშვნელობის შეთანხმების მიღწევას და ვითარების მოწესრიგებას. ორმხრივი ჩანაფიქრი ითვალისწინებდა სამხრეთ სერბიის ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ნაწილის გაცვლას ჩრდილოეთ კოსოვოში ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიებში. სერბიის პრეზიდენტის პრესმდივნის მარკო ჯურიჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება ვუჩიჩმა მიიღო კოსოვოს მხრიდან წამოსული „სიცრუისა და მუქარების“ გამო. კერძოდ ვუჩიჩმა და მისმა 16 გოგომ მიიღეს მუქარები, განაცხადა ჯურიჩმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის იყო მუქარები. შესაბამისად 7 სექტემბერს მხარეებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრა მოგერინისთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტაჩიმ განაცხადა, რომ „რაც უფრო წინ მივიწევთ მოლაპარაკებებში, პრობლემა სულ უფრო რთული, ხოლო მხარეებს შორის განსხვავება დიდი ხდება“. აგვისტოს დასაწყისში კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გამოვიდა წინადადებით, სერბიის პრესევოს ხეობის კოსოვოსთან მიერთების თაობაზე. პრესევოს ხეობის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, ისევე, როგორც სამხრეთ სერბიის მეზობელი რეგიონებისა. შეთანხმების მიღწევის შედეგადქალაქ მიტროვიცის მახლობლად სერბებით დასახლებული კოსოვოს ნაწილი გადაეცემოდა სერბიას. თუმცა, მიწების გაცვლის იდეას მძაფრად უპირისპირდებიან ორივე ქვეყნის ნაციონალისტური ძალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG