Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერალური აგენტების მოტყუებისათვის დააკავეს ტრამპის საარჩევნო გუნდის ყოფილი წევრი


აშშ-ში 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს, ჯორჯ პაპადოპულოსს. ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტების მოტყუებაში ამხილეს. ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში, სადაც 7 სექტემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილება, პაპადოპულოსმა რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და განმარტა, რომ იცრუა, რათა ნაკლებად მოცულობითად წარმოესახა, ერთი მხრივ, თავისი როლი და, ამავე დროს, საარჩევნო გუნდის ინფორმირებულობა მისი კონტაქტების შესახებ. პაპადოპულოსი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ წარდგენილი ბრალდებების საფუძველზე. ის ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრი იყო, როცა კონტაქტი დაამყარა პირებთან, რომლებიც გამომძიებლების ვარაუდით, რუსეთის აგენტები იყვნენ. ცნობების თანახმად, ერთ-ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ ხელთ ქონდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მაკომპრომიტირებელი მასალა. რუსებთან პაპადოპულოსის კონტაქტების გამო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2016 წლის ივლისში დაიწყო გამოძიება რუსეთთან ტრამპის გუნდის წევრების შესაძლო თანამშრომლობის დასადგენად. 2017 წლის ოქტომბერში პაპადოპულოსმა აღიარა, რომ ფედერალური აგენტები მოატყუა თავისი კონტაქტების შესახებ.

XS
SM
MD
LG