Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ საქართველო-ლატვიის მატჩზე ლგბტ ატრიბუტიკის შეტანა არ დაუშვა


პოლიციამ საქართველო-ლატვიის მატჩზე დასწრების საშუალება არ მისცა მოქალაქეებს ცისარტყელას ფერებიანი სამკლავურებითა და ლგბტ თემის მხარდამჭერი სხვა ატრიბუტიკით. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ დოლიძემ გვითხრა, მართალია, სტადიონზე 30-მდე სამკლავურიანი ადამიანი მაინც იმყოფება, თუმცა მათ მალულად შეძლეს სამკლავურების შეტანა.

„ჩამოგვართვეს საყვირებიც და ფერადი პლაკატები, შეგვიმოწმეს ყველა ბანერი და დაგვატოვებინეს ის, რომელზედაც გურამ კაშია სამკლავურითაა. დანარჩენი ბანერის შეტანა მოვახერხეთ, თუმცა მასზე გურამ კაშიას სამკლავური არ უკეთია“, - გვითხრა მარიამ დოლიძემ.

XS
SM
MD
LG