Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო 100-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის 20-მდე ბავშვი


ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში ლიბიის სანაპიროსთან დაიხრჩო 100-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის, სულ ცოტა, 20 ბავშვი. ამის შესახებ „ექიმებს უსაზღვრებოდ“ უთხრეს გადარჩენილებმა, რომლებიც 2 სექტემბერს ჩაძირულ ორ ნავში იმყოფებოდნენ. ექიმები, რომლებიც მათ უვლიდნენ, ამბობენ, რომ გადარჩენილებს შორის იყვნენ ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წელს 1500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG