Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა მამაცაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს


ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს, „მისი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყოს.

განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს შეეხება, იგი ამბობს, რომ ადამიანები, „ლეგენდებს“ მისი „განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ პერიოდულად უკანონო სარგებლის მიღების მიზნით თხზავენ:

„გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს“, - აღნიშნულია უჩა მამაცაშვილის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG