Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ შინაპატიმრობა გაუგრძელა რეჟისორ კირილ სერებრენიკოვს


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შინაპატიმრობა 2018 წლის 19 ოქტომბრამდე გაუგრძელა ცნობილ რეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს. სასამართლო სხდომაზე გამოსვლისას, სერებრენიკომა, რომელსაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამუშაოები დიდი ხანია აღარ გრძელდება, ყველა ბრალდებული გაეცნო საქმის მასალებს და გაუგებარია, რაში სჭირდება გამოძიებას კიდევ ერთი თვე, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულები „გამოკეტილი“ უნდა დარჩნენ. 2017 წლის აგვისტოში სერებრენიკოვის დაპატიმრებას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულეს პრეზიდენტ პუტინის მიმართ კრიტიკულ ხელოვანთა დევნაში. დღეს სერებრენიკოვმა აღნიშნა, რომ ბევრი ადმიანი გამოხატავს მის მიმართ მხარდაჭერას და სამუშაოდ იწვევენ რუსეთის საუკეთესო თეატრებში. რეჟისორმა ვერ შეძლო მაისში კანის კინოფესტივალზე თავისი ფილმის, „ზაფხულის“ პრემიერაზე დასწრება. დაპატიმრებამდე ის მონაწილეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში და შეშფოთებას გამოთქვამდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მზარდი გავლენის გამო.

XS
SM
MD
LG